პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივას იზიარებს – ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია 2016 წლის არჩევნები

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც უერთდება.
პრეზიდენტის სახელით აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 2016 წლის არჩევნები სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
„გვინდა პრეზიდენტის სახელით გამოვეხმაუროთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და მივიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსათვის. მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყვანოთ იმისათვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითაც მოგებული დარჩება, უპირველეს ყოვლისა, ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები