“თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკს „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრაციაში აღადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დაყრდნობით მიიღო.
თამარ ჟვანიას განმარტებით, საარჩევნო ბლოკი გაივლის ყველა პროცედურას და რეგისტრაციის ბოლო დღეს, 18 სექტემბრისთვის მას რეგისტრაცია დასრულებული ექნება.
„მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრატურიდან დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის კომისიაში შესაბამისი პარტიული სიის წარუდგენლობის გამო მოხსნა. ცესკოს საარჩევნო ბლოკის, ”თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები