“ამ საუბრის გავრცელება გვარამიასა და “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა, რათა სუს-ს ჩრდილი მისდგომოდა”

ამ საუბრის გავრცელება თავად ნიკა გვარამიასა და “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა ,რათა უსაფრთხოების სამსახურს ჩრდილი მისდგომოდა“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი დღეს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის.
როგორც გია ვოლსკიმ “კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, საუბრის შინაარსიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ისიც, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის“ განწყობას იზიარებს და ამ განწყობის გამტარებელია.
„ის რომ ნიკა გვარამია დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელია არ არის და პარტიული ბოსია, ეს ყველამ იცის და ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. ამ ვიდეოს გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი, “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა, მათი სურვილია ძალოვანი უწყებების, უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია და იმ პათოსის გაღვივება, რომ საქართველოში მოსმენები გრძელდება. თუმცა ამისი არც ვაშინგტონში სჯერათ, არც ბრიუსელში, არც ვენაში და არც ჩუღურეთში, სადაც მე ვიყრი კენჭს. ნიკა გვარამია და “ნაციონალური მოძრაობა“ სულ აცხადებს,რომ ქვეყანაში მოსმენები ხორციელდება -მაშინ საინტერესოა ასეთ თემებზე ღია სატელეფონო საუბარს რატომ არ მოერიდა?..რაც შეეხება გვარამიას, რომ მას ქვეყნის კურსი აღელვებს და ამიტომ საუბრობდა მსგავს თემებზე, ესეც სასაცილო და ძალიან გაცვეთილი არგუმენტია. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისიც, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იზიარებს, მონასავით ისმენს ნიკა გვარამიას გაკიცხვას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნიკა გვარამიასა და მისი თანამოაზრეების განცხადებები უნიათო და უსაფუძვლოა“, -აცხადებს გია ვოლსკი.
დღეს გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის. ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები