კარნატაკის შტატში კომენდანტის საათი გააუქმეს

ინდოეთის ქალაქ ბენგალორუს პოლიციამ, კარნატაკის შტატში,  ორშაბათს  მასობრივი არეულობის გამო შემოღებული კომენდანტის საათი გააუქმა.
კონფლიქტის მიზეზი გახდა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანეს მეზობელი შტატის – ტამილ ნადუს სასარგებლოდ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ მდინარე კავერიდან ტამილ ნადუს შტატისთვის წყლის მიწოდების გაზრდა მოითხოვა. ეს შტატი მდინარის დინების ქვემოთ მდებარეობს  და კარნატაკის შტატთან დაპირისპირება  წყლის ირიგაციული მიზნით გამოყენების თაობაზე, რამდენიმე ათწლეულობით წელია მიმდინარეობს.
მასობრივი არეულობის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ორი ადამიანი. დაწვეს ტამილ ნადუს შტატის ნომრიანი მანქანები,  ესროლეს ქვები.
კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ ქალაქში პატრულირებას პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები გააგრძელებენ.
ბენგალორუ  აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრია, სადაც განლაგებულია Amazon-ის და Infosys-ის უდიდესი ინტერნეტკომპანიების წარმომადგენლობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები