თამარ ხიდაშელი: ბატონ ივანიშვილს დავეთანხმები იმაში, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი არასდროს არ იწევდა ეჭვს

„ჩვენი პოლიტიკური კურსი არის პროდასავლური, ამიტომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დავეთანხმები იმაში, რომ ეჭვს არასდროს იწვევდა ჩვენი პოლიტიკური კურსი და მკვეთრად გამოხატული პოზიცია გვაქვს“,-ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში, თამარ ხიდაშელმა ისაუბრა.
ხიდაშელი „მრეწველების“ რეგისტრაციიდან მოხსნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური“ პარტია მრავალპარტიულობის მომხრეა, თუმცა პარლამენტში პროდასავლურ ძალას ისურვებდა.
“რესპუბლიკური პარტია არის მრავალპარტიულობის მომხრე და არ ვართ მომხრე რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს შეექმნას ბარიერი, თუმცა ვისურვებდი პარლამენტში მოხვდნენ მხოლოდ პროდასავლური ძალები, ცალსახად გამოკვეთილი პროდასავლური პოლიტიკური ძალები და იმედი მაქვს, რომ ზუსტად ამაზე გააკეთებს არჩევანს ქართველი ამომრჩეველი.
„მრეწველები“ იყვნენ გამოყენებული „რესპულიკური პარტიის“ წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული და ერთი სული გვაქვს, მოიხსნან „მრეწველები“ რეგისტრაციიდან“,-განაცხადა თამარ ხიდაშელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები