გიორგი კვირიკაშვილი: ვთხოვდი ალეკო ელისაშვილს, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება
„თუ ასეთი რამ არის, ვთხოვდი ალეკო ელისაშვილს, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილს განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას უთვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ არის.
პრემიერის თქმით, თუ იქნება რაიმე საშიშროება, სამართალდამცავი უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
”თუ ასეთი რამ არის, მას აქვს სრული უფლება და მე ვთხოვდი, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება. თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოახდენენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება, მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.