გიორგი კვირიკაშვილი გოდერძი თევზაძეზე: ვერავინ გაექცევა დანაშაულს

ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე,
„ძალიან კარგია, რომ ის არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები. რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და მერე ყველაფერი დადასტურდება, რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები