“მეუბნებიან, რომ თითებგადაჯვარედინებულები იღვიძებენ დილას, რომ არაფერი მოხდეს და ეს არჩევნები წყნარად ჩატარდეს”

„ბევრი მეუბნება, რომ თითებგადაჯვარედინებულები იღვიძებენ დილას, რომ არაფერი მოხდეს და ეს არჩევნები წყნარად ჩატარდეს“, -ამიესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიცია იქნება თუ სხვა, ყველამ უნდა ეცადოს, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბულობის პრევენცია მოხდეს.
დეპუტატი სამართალდამცველების გადამზადების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ტრეინინგი ბევრს სჭირდება.
“ამან საზოგადოებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ყველა მეთოდით ჩატარებული ტრეინინგი მისაღებია. წინასაარჩევნო პერიოდში ტრეინინგი ბევრს სჭირდება. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს.
ოპოზიციის საუბარი, უსაფუძვლოა. ბევრი მეუბნება, რომ თითებგადაჯვარედინებულები იღვიძებენ დილას, რომ არაფერი მოხდეს და ეს არჩევნები წყნარად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, პოლიცია იქნება თუ სხვა ჩვენგანი, ყველა უნდა ეცადოს, რომ დაძაბულობის პრევენცია მოხდეს. თუ პოლიციას განსაკუთრებული თვისებები და ცოდნა ექნება წინასაარჩევნოდ თუ ტურიზმის სეზონისთვის, ამაზე ტრეინინგები უნდა ჩატარდეს, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.ს შ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები