ნინო გოგუაძე: მე ვიქნები ამომრჩევლის პრინციპული ინტერესის დამცველი პარლამენტში

„ადამიანებთან ხშირი შეხვედრა და მათი განწყობა მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ აქვს“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქში, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება გამოცდილ პოლიტიკოსებთან მოუწევს, გოგუაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია. „კონსერვატორი“ კანდიდატი აცხადებს, რომ შიდა კვლევებით სალიდერო პოზიციაზეა.
“ჩვენ ვატარებთ შიდა კვლევებს და ამ კვლევების მიხედვით, პირველ ადგილზე ვარ, დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ თითქმის თანაბარი შანსები. მე ვხვდები ამომრჩეველს და მათ ვპირდები, რომ ვიქნები მათი პრინციპული ინტერესების დამცველი პარლამენტში.
მოსახლეობის ძირითად პრობლემად რჩება უმუშევრობა. ყველა დაწყებულ საქმეს, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გაკეთდა, ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან“, -განაცხადა ნინო გოგუაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საბურთალოს მე-5 ოლქში ნინო გოგუაძეს, გარდა სხვა კანდიდატებისა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია როინიშვილი დაუპირისპირდება, „ეროვნული ფორუმიდან“ კი რევაზ შავიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები