ნინო გოგუაძე: სახელმწიფო ადეკვატური იქნება ყველა მოსალოდნელ საფრთხეზე

„ქართული ოცნების“ ახალი სახე, საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქში წარდგენილი ნინო გოგუაძე მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ადეკვატურს უწოდებს.
გოგუაძე თვლის, რომ მშვიდი საარჩევნო გავლენის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ხელისუფლებას ეკისრება, ამიტომ შესაბამისი ზომების მიღებასა და პრევენციაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
“ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია, რომ იზრუნოს მშვიდ საარჩევნო გარემოს შექმნაზე, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. ის ინფორმაცია, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს, რეალურია, ამიტომ გამკაცრდება კონტროლი ყველა დანაშაულზე და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თვლის, რომ ამ ეტაპზე ყველა პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო კამპანიას მშვიდ გარემოში აწარმოებს.
“დღეს არის ყველა პირობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სუბიექტებმა წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში წარმართონ, რადგან ამ არჩევნების ობიექტურ ჩატარებაზე დამოკიდებულია როგორც ქვეყნის შიგნით სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები და ჩვენი პროდასავლური კურსის განმტკიცების საკითხი, რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი“,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები