რუსმა ჰაკერებმა ხელთ იგდეს აშშ-ის სპორტსმენების სამედიცინო მონაცემები
რიოს ოლიმპიადის მონაწილეების კონფიდენციალური მონაცემები რუსმა კიბერჯაშუშებმა გატეხეს, – ამის შესახებ, მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოზე დაყრდნობით, „როიტერი“ იტყობინება.
სააგენტომ ჰაკერული დაჯგუფების Tsar Team (APT28)-ის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც ცნობილია ასევე, Fancy Bear-ის სახელით.
www.fancybear.net-მა განაცხადა, რომ ის ფლობს ინფორმაციებს მრავალ ამერიკელ სპორტსმენზე. ჩოგბურთელებზე სერენა და ვენუს უილიამსებზე და, ასევე, მრავალი ოქროს მედლის მფლობელზე, ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზზე.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით, ეს კიბერშეტევები მცდელობაა, სააგენტოსა და მსოფლიოს ანტიდოპინგურ სისტემას სახელი გაუტეხოს. იქ ათლეტების გვარებია დასახელებული, – მიიჩნევს სააგენტოს გენერალური დირექტორი ოლივერ ნიგლი.
სააგენტომ სამართალდამცველები საქმის კურსში ჩააყენა და აცნობა, რომ ამ კიბერშეტევების კვალი რუსეთისკენ მიდის.
რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო საგენტოებმა კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის სიტყვები გაავრცელეს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ან სპეცსამსახურებს არ აქვთ არანაირი კავშირი ამ ყველაფრისადმი.
მრავალი რუსი ათლეტი არ დაუშვეს აგვისოტში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე იმის გამო, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაასახელა დოპინგური პროგრამა, რომელსაც მფარველობს სახელმწიფო.
სამშაბათს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დასაჯა – 2008 წლის პეკინისა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადების ოთხი რუსი მონაწილე.