გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის” უცვლელი ლიდერი ღია განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს

ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” უცვლელი ლიდერი საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, – ამის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ვოლსკიმ არ გამორიცხა,რომ სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას საუბარი აღნიშნულ საკითხსაც შეეხოს.
“მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს და არაერთხელ მისაუბრია. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” უცვლელი ლიდერი საკმაოდ ღია, სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, არჩევნებს ვერ დაველოდებით, ეს იყო ბევრ ინტერვიუში. არის კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციაა. რა დამატებით ინფორმაციას ფლობს შს სამინისტრო, ამასთან დაკავშირებით მე დამატებითი კომენტარი არ მაქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები