პრემიერი გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე : მინისტრის საუბარს საფუძველი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მღებრიშვილმა მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „მინისტრი რასაც საუბრობდა, აქვს საფუძველი ამ საუბარს“. ქობულეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მხოლოდ ამ რეპლიკით შემოიფარგლა.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, “არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს”.
დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან გიორგი მღებრიშვილმა თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები