დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, იგი სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც ევროსაბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბრისთვის მოიწვია. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2017 წლისათვის სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრისა და თავდაცვის სამინისტროს რეფორმის საკითხებზე მსჯელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები