ინგლისში ახალი 5-ფუნტიანი პლასტიკური ბანკნოტი გამოუშვეს

ინგლისში ახალი 5-ფუნტიანი პლასტიკური ბანკნოტი გამოუშვეს. მის ერთ მხარეს დედოფალი ელისაბედ მეორე არის დახატული, ხოლო მეორეზე – დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჩერჩილის სურათის გვერდით ბრიტანეთის პარლამენტში 1940 წლის 7 მაისს წარმოთქმული სიტყვის ნაწყვეტია: „მე ბრიტანელებს ვერაფერს შევთავაზებ სისხლის, მძიმე შრომის, ცრემლისა და ოფლის გარდა“. ეს სიტყვები ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოთქვა.
პირველ ეტაპზე ახალი ბანკნოტი ინგლისსა და უელსში იქნება მიმოქცევაში. 2015 წლის მარტიდან კი პლასტიკური კუპიურები შოტლანდიაშიც შევა.
„ინგლისის ბანკის“ მმართველი მარკ კარნი აცხადებს, რომ ახალი ბანკნოტები უფრო სუფთა, უსაფრთხო და გამძლე იქნება. საერთო ჯამში, 440 მილიონი ახალი 5-ფუნტიანი დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები