სომხეთის პრემიერ-მინისტრად „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ მენეჯერი დაინიშნა

რუსული კომპანია „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ მენეჯერი კარენ კარაპეტიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კარაპეტიანმა ოვიკ აბრამიანი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა.
კარენ კარაპეტიანი 2001-2010 წლებში „არმროსგაზპრომის“ ხელმძღვანელი იყო. ასევე 2010 -2 011 წლებში ის ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა.
2015 წლის დეკემბრიდან კარაპეტიანი „გაზპრომ ენერგოჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები