სირიაში ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
სირიაში აშშ-სა და რუსეთის შეთანხმების შედეგად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, „სირიის არმიამ შვიდდღიანი „სიმშვიდის რეჟიმის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის სირიის ოპოზიციას ზავის შესახებ თანხმობა არ განუცხადებია.
თუმცა, სააგენტოს ცნობით, წყაროები ადასტურებენ, რომ ასადის ოპოზიციაში მყოფი დაჯგუფებების ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარს უჭერენ.
თუმცა, სააგენტოს ცნობით, წყაროები ადასტურებენ, რომ ასადის ოპოზიციაში მყოფი დაჯგუფებების ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარს უჭერენ.