დევიდ კემერონმა ბრიტანეთის პარლამენტიც დატოვა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა პარლამენტი დატოვა. ის „კონსერვატიული პარტიიდან“ თემთა პალატის წევრი იყო. მანამდე კემერონი აცხადებდა, რომ პარლამენტის წევრობას მომავალ არჩევნებამდე შეინარჩუნებდა.
კემერონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 24 ივნისს დატოვა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ. 2001 წლიდან კემერონი პარლამენტში უიტნის ოლქს წარმოადგენდა, 2005 წლიდან კი კონსერვატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას რეფერენდუმში მონაწილეთა 52%-მა მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები