ავღანეთში საავადმყოფოს თავს „ბოევიკები“ დაესხნენ

ორი „ბოევიკი“ ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში საავადმყოფოს  დაესხა თავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტერორისტები საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმ მომენტში შეიჭრნენ, როდესაც იქ ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გუბერნატორის მოადგილე უნდა მისულიყო.
ერთ-ერთი თავდამსხმელი უშიშროების ძალებმა მოკლეს, მეორემ მიმალვა მოახერხა.  შეტევის დროს  სამოქალაქო პირები არ დაშავებულან .
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე არც ერთ დაჯგუფებას  არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები