ბურჭულაძე ლაგაზიძეზე: როცა ადამიანი თავმოყვარეობას კარგავს, ყველაფერზე ხელს აწერს

როდესაც ადამიანი თავმოყვარეობას კარგავს, ყველაფერზე ხელს აწერს, – ასე უპასუხა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში პარტიიდან ხათუნა ლაგაზიძის წასვლის თაობაზე დასმულ კითხვას.
ხათუნა ლაგაზიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც მან პარტიის დატოვების შემდეგ გააკეთა, ბურჭულაძემ საარჩევნო სიაში მის არყოფნას დაუკავშირა.
„ყველაფერი მოჰყვა სიას, რომ სიაში ქალბატონ ხათუნას არ ჰქონდა ის ადგილი, რაც თვითონ უნდოდა. სია მხოლოდ მე არ დამიწერია. სია შევქმენით ყველამ ერთად და ხათუნაც ესწრებოდა ამ შეხვედრას. მე არ ვიტყვი, რომ სიაში არ იყო ლაგაზიძე, მაგრამ მას ხუთეულში მოხვედრა უნდოდა, ვერ მოხვდებოდა, რადგან გუნდმა ასე გადაწყვიტა.
ქ-ნ ხათუნაზე იცით რას ვიტყვი? ქართულში ორი საინტერესო სიტყვაა, რომელიც ერთმანეთს თითქოს წააგავს-თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა.
ადამიანი თავმოყვარე უნდა იყოს აუცილებლად. თუ ის თავმოყვარეა თავის თავს არ აკადრებს რაიმე ზედმეტს. პატივმოყვარეობა არის ცოდვა, რადგან ვინც კარგავს თავმოყვარეობას, ის იწყებს პატივმოყვარეობას. როდესაც ადამიანი თავმოყვარეობას კარგავს, ყველაფერზე ხელს აწერს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაძიძემ პარტია რამდნეიმე დღის წინ დატოვა. მიზეზად კი პარტიაში კრიმინალური მენტალობის ადამინების არსებობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები