თემურ ჭკუასელი: დესტაბილიზაციას ქვეყანაში ვერ მოაწყობენ, რადგან ხელისუფლება მის პრევენციას მოახერხებს

„არსებობს ინფორმაცია დესტაბილიზაციაზე, მე ისიც ვიცი, რომ აფხაზეთში არიან შემოსულები“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ დესტაბილიზაციის მოწყობას ის ძალა გეგმავს არჩევნების წინ, ვისაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
“ვისაც ევალება ამის პრევენცია, ისინი მუშაობენ და იციან ამის შესახებ, ვინ აცხადებს დესტაბილიზაციას – ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს. არიან, ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთშიც შემოსულები, მაგრამ მსგავსი ქმედებები საქართველოში დამთავრდება.
ოპოზიცია ხელისუფლებას აღიქვამს მტრად და პირიქით . გავიაზროთ, რომ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ“,-განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე დადებითად შეაფასა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებაა სტოლტენბერგის დღევანდელი განცხადებებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები