“ქართულ ოცნებაში“ იმდენი ღირსეული კანდიდატია, რომ პოლიტსაბჭოს ზუსტად ამ მიზეზით უწევს კანდიდატების შეცვლა”

„ჩემს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული გადაწყეტილება, რაც მოხდა ჩემთან შეთანხმებით“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა და საარჩევნო სიის წევრმა, თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჭკუასელმა ოპონენტებს მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე უპასუხა. ჭკუასელი, რომელიც თავად არის პოლიტსაბჭოს წევრი, აცხადებს, რომ გადწყვეტილების მიღება მასთან შეთანხმებით მოხდა.
“გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მე დამიბარა ხელისუფლებამ , მე ხელისუფლება არ მიბარებს .ჩვენ გვაქვს შეხვედრები პრემიერთან და არა დაბარებები. როდესაც საუბარი დავიწყეთ, წილოსანი თავიდანვე მოიაზრებოდა მაჟორიტარ კანდიდატად. მე ვიყავი სიაში და სიტუაცია დაბრუნდა ისევ საწყის პოზიციაზე.
მსგავსი რამ ბევრ საარჩევნო ოლქში მოხდა, რაც გამოიწვია რამდენიმე ოლქის გაერთიანებამ, ნინო არის ლანჩხუთელი და უნდა ყოფილიყო ლანჩხუთში, ამის შესახებ 22 აგვისტოს უკვე ვიცოდი, თუმცა პროცესი დროებით შეჩერდა და გადწყვეტილება ახლა მივიღეთ“, -განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
თემურ ჭკუასელი ოპონენტთა იმ ნაწილსაც პასუხობს, რომლებიც „ქართული ოცნებას“ კადრების დეფიციტს აბრალებენ.
“მთელ ამ პროცესებში მე თვითონ ვიღებ მონაწილეობას, იმდენი ღირსეული კანდიდატია, რომ სწორედ ამ მიზეზით ხდება კანდიდატების ცვლა და არა კადრების სიმცირით, როგორც ამას გვაბრალებენ ოპონენტები.
ეს იყო წმინდა პრაგმატული გადაწყვეტილება, მე უფრო ჩოხატაურელი ვარ , ვიდრე ლანჩხუთელი, ამიტომ სჯობდა, რომ კანდიდატი ლანჩხუთელი ყოფილიყო“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში თემურ ჭკუასელმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები