ბიძინა ივანიშვილი: სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, თუმცა ესეც ეკონომიკაა

სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, თუმცა ესეც ეკონომიკაა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აზარტულ ტამაშებს ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის თამაშები ტურისტებს იზიდავს.
ამასთან, ივანიშვილი აზარტული თამაშების მოყვარულ არასრულწლოვანთა მიმართ კანონის გამკაცრების მომხრეა.
„სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, თუმცა ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება თურმე არ შეიძლება. განსაკუთრებით აჭარაში, ამას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს. ქვეყნის განვითარებაში ამასაც თავისი ადგილი უკავია.
სასტიკად უნდა გამკაცრდეს არასრულწოვნებზე კონტროლი. არ დაგიმალავთ მე ისიც კი მქონდა იდეად, რომ იქნებ ისიც მოვახერხოთ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში.
კანონმდებლობასთან ეს შეუთავსებლობაში მოვა, ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს კაზინოების არსებობა. ეს ფაქტია და ვერ უარვყოფთ ამას. უამრავი ოჯახი გაუბედურდა, მეც ვიცი ეს რა არის. მახსოვს ერდოღანთან შეხვედრა, რომ მქონდა პირველი ეს მთხოვა იქნებ ეს კაზინოები დახუროო. იქიდან ჩამოსულებიც უბედურდებიან ძალიან ბევრი, მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესია, ხალხს ეს უყვარს და მოსწონს.
ტურიზმს ხელს უწყობს, შესაბამისად კანონდმებლობას უნდა მოივხედოთ. გავამ,კაცროთ კანონმდებლობა, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები