“პოლიციამ, რომელიც 4 წლის წინ საკუთარ ხალხზე ძალადობდა, დღეს დიამეტრიული ცვლილებები განიცადა”

პოლიციაში, რომელიც 4 წლის წინ საკუთარ ხალხზე ძალადობდა, დღეს დიამეტრიული ცვლილებები მოხდა. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილის მტკიცებით, პოლიცია დღეს ხალხის სამსახურშია და მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„პოლიციამ, რომელიც 4 წლის წინ საკუთარ ხალხზე ძალადობდა, დღეს დიამეტრიული ცვლილებები განიცადა. დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია და პოლიციელებსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. დღევანდელი პოლიცია სახალხო პოლიციაა. გადაცდომებს ნუ გავავრცელებთ ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ.
მინისტრიც, მთავრობაც მთლიანად მოწოდებულია იმისთვის, რომ პოლიცია იყოს ხალხის სამსახურში. შიგნით ეს ძალიან კარგად ჩანს. საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შედიოდა ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოთა სიაში. დღეს საქართველო არის მე-17 ადგილზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები