ივანიშვილი სტურუას საქმეზე: ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვის პასუხს მიიღებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული ”შესატყვისად” დაისჯება.
ამის შესახებ ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოების მიმართ კითხვას, მე მგონი, თანმიმდევრულები იყვნენ. პოლიციამაც არ შეიძლება თანამშრომელი ჭორებზე და პირველივე შეკითხვაზე დააპატიმროს. საუბედუროდ, სანამ თანმიმდევრობით მიმდინარეობდა პროცედურა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გპირდებით, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვის პასუხს მიიღებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები