ბიძინა ივანიშვილი: ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის რეზიდენციაში, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ „გაუპრავა“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკურ პარტიას“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითი განწყობისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უსუფაშვილი და “რესპუბლიკელები” მარგველაშვილს პარტიის გამყარებისთვის ეთამაშებოდნენ.
როგორც ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შეკვეცილი უფლებების გამო, პრეზიდენტის არჩევა არ უნდა მომხდარიყო.
„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და შეთანხმებული ვიყავით, რომ პრეზიდენტის საჯარო არჩევა აღარ უნდა მომხდარიყო, რადგან მას შეკვეცილი უფლებები აქვს. ყველა შევთანხმდით, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა, თუმცა, ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ „გაუპრავა“, პირველი უსუფაშვილი გადმოხტა და „გაუპრავა“, რადგან მათ არ აწყობდათ ეს. „რესპუბლიკურ პარტიას“ ეს იმიჯად არ მოუხდებოდა.
საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი აღარ ირჩევა საერთოდ. არსებობს რამდენიმე ხერხი პრეზიდენტის დანიშვნის. აბნევს ასეთი არჩევა პრეზიდენტსაც, საზოგადოებას და დააბნია კიდეც, ნახეთ როგორი დაბნეულია ეს კაცი.
4 წლის განმავლობაში კაცი საკონსტიტუციო კომისიის თავმდჯომარე იყო, თითი თითზე არ დაუდია და არაფერი არ გაუკეთებია. ზედმეტად არ მინდა დავაკნინო, ამ პარტიას აქვს თავისი დამსახურებები, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები