გიორგი ვაშაძე: წინასაარჩევნო გარემო, სხვა არჩევნებთან შედარებით, მშვიდია

„2012 წლის არჩევნები შედარებით აგრესიული იყო. იმ დროს ერთმანეთს ორი პოლიტიკური ძალა აგრესიულად დაუპირისპირდა. ახლა საარჩევნო გარემო შედარებით მშვიდია“, -ამის შესახებ ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვაშაძე თვლის, რომ მშვიდ გარემოს ხელს უწყობს მშვიდი საარჩევნო კამპანია. იგი გარემოს სტაბილურობას არჩევნების მიმართ მოსახლეობის ინტერესების შენელებასაც უკავშირებს. მისი განცხადებით, რეგიონებში არის პრობლემები, თუმცა პოლიტიკურ ამინდს ვაშაძე სტაბილურად აფასებს.
ბლოკის ლიდერი მათ კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უარყოფს და აცხადებს, რომ შიდა კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს ეწევიან.
“ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა პროფესიონალიზმის კომპონენტი შეავსეს. გვყავს მხარდამჭერები, ამას რეგიონებში გამართულ შეხვედრებზეც ნახავთ.
ერთ დღეს „ნაციონალების“ სატელიტები ვართ, მეორე დღეს -„ქართული ოცნების“, ამას უკვე მივეჩვიეთ. ჩვენი შიდა კვლევებით, თითქმის ვუსწორდებით „ნაციონალურ მოძრაობს“.
„ქართულ ოცნებას აქვს 25%, ნაციონალურ მოძრაობას 15% და ჩვენც ამდენივე“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ. იგი მიიჩნევს, რომ ბლოკს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება.
ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, საკუთარი პროგრამის რეალიზების კუთხით ითანამშრომლებენ იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისთვისაც მათი პროგრამა მისაღები იქნება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები