გიორგი კვირიკაშვილი: აქ არის ხეც, ტბაც, მდინარეც და ძალიან მოხერხებულია უნივერსიტეტისთვის

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას  ჩაეყარა საფუძველი, ღონისძიება პრემიერმა გახსნა, მან საუბარი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გახსენებით დაიწყო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა საუნივერსიტეტო ქალაქის პრეზიენტაციაზე განაცხადა, იდეა, ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო ფუნქციის დაბრუნების იდეა, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
„დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია, არ გავისხენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ამბობდა, მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი. დღეს ჩვენი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ რეგიონში”,-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევითი, რადგან ქუთაისი ის ქალაქია, სადაც სუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი სანაგმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.
“ქუთაისისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის დაბრუნების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს იდეა მან პირველად საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წელს გაუზიარა, როდესაც პირველი წერილი გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად არდე გაჩნდა, დღეს იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრისთის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში იწყებს ხორცშესხმას. ამისთვის მადლობა მინდა ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც გზის გახსნა და თანამედროვე ცოდნის მინიჭება სჭირდება.
„უნივერსიტეტის არსებობა შეუნაჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მას. დარწმუნებული ვარ, ეს უნიევრსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს მოამზადებს, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს ულამაზესი ადგილია. აქ არის ხეც, ტბაც, მდინარეც და ძალიან მოხერხებულია უნივერსიტეტისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება, რომელიც 140 ჰექტარზე განთავსდება, ხოლო შენობების საერთო ფართი 1 მილიონი კვადრატული მეტრი.
„აქ იქნება საგანმანთლებლო და სამეცნიერო სივცრეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, აქ იქნება კლუბები, კაფეები, დასასვლენებელი ადგილები, სპორტული ინფასტრუქტურა, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინი ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საუცრაო აუზი და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ეს ულამაზესი ბუნება იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის საფუძველის ჩაყრას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი “ქართუ”.ორივე პროქტი სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები