თამარ ჩუგოშვილი: ჩემი განცხადება პრევენციული იყო და მისი ადრესატი გახლავთ ყველა საარჩევნო სუბიექტი

პარტია “ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გარკვეული პროვოკაციის მზადების შესახებ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
როგორც ჩუგოშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი განცხადება არა შიშის დანერგვას, არამედ პრევენციას ემსახურება.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ჩვენი აქტივისტებისა და საარჩევნო შტაბებისგან – არსებული მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება ყველა პარტიას ხელს არ აძლევს. ჩემი განცხადება პრევენციული იყო და მისი ადრესატი გახლავთ ყველა საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის ჩვენი აქტივისტებიც, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,რომლებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებენ. მმართველი პარტია აცნობიერებს, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, პირველ რიგში , სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა. ამასთან, საჭიროა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად. ჩემი განცხადება შიშის დანერგვას კი არა, პრევენციას ემსახურება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები