თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ამ რეგიონის 28 მუნიციპალიტეტის და რაიონის ხელმძღვანელების გადაყენების შესახებ განაცხადა. ეს ძირითადად, ქურთებით დასახლებული ქალაქები და რაიონებია.
როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თანამდებობებიდან გადაყენებული ჩინოვნიკები ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
თანამდებობიდან გადაყენებული 24 პირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, ხოლო 4 ისლამის მქადაგებელთან ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები