პაატა ბურჭულაძე: განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა

პაატა ბურჭულაძე უკვე ყოფილ თანაგუნდელს, ხათუნა ლაგაზიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ საარჩევნო სუბიექტის საპარლამენტო სია საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკოსებით დაკომპლექტდა.
“განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები, იმიტომ რომ მოლაპარაკე ისედაც ძალიან ბევრია პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე არ იციან, რამდენიმე დღეში ქალბატონ ხათუნას გაუვლის ეს წყენა და ძალიან ინანებს, მე ვაპატიე მას და ჩემი გუნდის წევრებსაც ვთხოვ რომ აპატიონ, დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს“, -განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების არსებობასაც გამორიცხავს. მან აღნიშნული კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, ის ამერიკიდან გვიან ღამით დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები