“ნატოს გაძლიერება იმ ფონზე, რა საფრთხეების წინაშეც საქართველოა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია”

”ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რა გზავნილითაც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიაში პირველად, მინისტრი ეწვია საქართველოს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ნატოს გაძლიერება იმ ფონზე, რა საფრთხეების წინაშეც საქართველო დგას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია.
”ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რა გზავნილითაც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიაში პირველად, მინისტრი ეწვია საქართველოს. ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და გვსურს, რომ ამ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. ბუნებრივია, იმ საფრთხეების შემცირების მიზნით, რა საფრთხეების წინაშეც დგას საქართველო, ნათოს გაძლიერება, იქნება ეს წვრთნების ფარგლებში, თუ ხომალდებით ზღვაში, არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადაწყვეტილებას, რომ საფრანგეთმა ნატოს ეგიდით მეტი გემი მოავლინოს შავი ზღვის აუზში, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებით, ჩვენ შავი ზღვის აუზის ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული დიალოგის პროცესში ვართ ჩართული. მინისტრმა თქვა, რომ მას ჰქონდა რუმინელ კოლეგასთან ამაზე საუბარი, ანუ გვაქვს ფართო მიდგომა, რეგიონული და არა მხოლოდ რეგიონული. ჩვენ ამ მიდგომებს და ამ გამოწვევებთან ერთობლივი წარმატებით გამკლავებას ძალიან ვაფასებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები