ლევან იზორია: კარიერულ საფუძველზე ოფიცრების დაწინაურება მოხდება

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მაქსიმალურად მოხდება გენერალური შტაბის ინსტიტუციონალიზაცია და კარიერულ საფუძველზე ოფიცრების დაწინაურება.
თავდაცვის მინისტრმა მმართველი გუნდის მიერ ის სამოქმედო პროგრამა განმარტა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგეგმება თადაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა.
”ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული პროგრამის ამ ნაწილის შემუშავებაში. შესაბამისად, ის, რაც პროგრამის ფარგლებშია ჩამოყალიბებული, არის ერთიანი გუნდის ხედვა. თავიდანვე, როცა პრემიერმა წარმადგინა ამ უწყებაში განვაცხადეთ, რომ ჯარის მიუკერძოებლობა, გენშტაბის აპოლიტიკურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი დემოკრატიული რეფორმებისთვის. მოხდება მაქსიმალურად ინსტიტუციონალიზაცია გენშტაბისა, მოხდება კარიერული პრინციპის საფუძველზე ოფიცრების დაწინაურება, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური და პოლიტიკური ელემენტი”, – განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ მომზადებულია სამინისტროს განვითარების სტრატეგია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი განხილვების შემდეგ გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები