“იმ გაუგებრობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში იყო ლომის წილი პაპუაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის”

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, “იმ გაუგებრობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს იყო, ლომის წილი გიორგი პაპუაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული იქნება.
„ძალიან არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ და შემიძლია, დავადასტურო კიდევაც, ისევე როგორც არაერთ ჩემს კოლეგას განუცხადებია, რომ ლომის წილი ამ გაუგებრობებში, ამ მანიპულაციებში მიუძღვის გიორგი პაპუაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის” გავლენას ამ ორგანოზე. ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატობის კანდიდატი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას.
“რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს, ირინა იმერლიშვილს უკეთ ვიცნობ, რასაკვირველია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მონაცემების ადამიანი, ამ ინტელექტის მქონე ადამიანები პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში და იმ ატმოსფეროს შექმნაში, რასაც კანონიერების სადარაჯოზე დგომა ჰქვია”, – განაცხადა გია ვილსკიმ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები