ირანში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს თეირანის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ნაზანინ ზაგარი რეტკლიფს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ირანში აპრილში დააკავეს, როდესაც ნათესავებთან სტუმრად ჩავიდა. კონკრეტულად რა დანაშაული ჩაიდინა ამ პიროვნებამ, უცნობია, ვინაიდან სასამართლოს განაჩენი არ გასაჯოროებულა. ნაზანინ ზაგარი რეტკლიფის ქმარი აცხადებს, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები