ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა სირიისა და ერაყის დაშლა არ გამორიცხა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, ჯონ ბრენანმა სირიისა და ერაყის დაშლა არ გამორიცხა. ტელეკომპანია «CTC Sentinel»-ის ეთერში ბრენანმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში შეუძლებელია ცენტრალიზებული სახელისუფლო სისტემის ფორმირება, რომელიც სამართლიანად იმოქმედებდა.
„ერაყსა და სირიაში კონფლიქტების დროს დაიღვარა სისხლი, ძალზე გამწვავდა კონფესიებს შორის დაპირისპირება“, – აცხადებს СIA-ის დირექტორი. მისი აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან ყველაზე რეალური გამოსავალი ამ ქვეყნებში როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ავტონომიური წარმონაქმნების არსებობა, ანუ მმართველობის ფედერაციული სისტემის შექმნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები