ერაყის დედაქალაქში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა, 60 ადამიანი კი დაიჭრა. თავდაპირველად ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ქალაქის სავაჭრო ცენტრთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ერთ-ერთი ავტომობილი ავტოსადგომზე, ხოლო მეორე სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან აფეთქდა. დაღუპულთა შორის რამდენიმე პოლიციელია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
14328969_10206777917958163_1413007296_n 14330840_10206777917878161_846434489_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები