ბანგლადეშის ერთ-ერთ ფაბრიკაში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მომხდარი ხანძრის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ხანძარი ბოილერის აფეთქებამ გამოიწვია. ამ დროს შენობაში 100 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი ოთხსართულიან შენობას ძალზე მალე მოედო, მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად 70 ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ბანგლადეშში, სადაც ბევრი სამკერვალო ფაბრიკაა, სახანძრო უსაფრთხოება ძალზე დაბალ დონეზეა. ხშირად საწარმოებს ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები არ გააჩნია. 2013 წელს ბანგლადეშის ერთ-ერთ ფაბრიკაში მომხდარი ხანძრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები