სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო (ვიდეო)
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოლდავეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ვლადიმირ ც., დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13,8 გრ . ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეგაბალინის შემცველი 46 კაფსულა ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).