ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალდებაზე წინასასამართლო სხდომა 6 მარტს ჩაინიშნა

   საქართველოს საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასთვის და მეგის ქარდავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო ექვს მარტს იმსჯელებს. ბრალდების მხარემ საქმის დეტალების გასაცნობად 32 დღე მოითხოვა. ამ დროისთვის უცნობია, თუ  აღკვეთის რომელ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, დაცვის მხარე კი ბრალდების ზუსტ დოკუმენტებზე საუბრობს. ბაჩო ახალაიასთვის და მეგის ქარდავასთვის ეს რიგით მერვე ბრალდებაა. ახალ ბრალდებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ასევე, ბრალდება გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლს, რაც გულისხმობს წამებას, პატიმრისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც მას ხანგრძლივ დასჯასა და წამებაში ამყოფებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები