გორკის ქუჩა N28-ში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელედება. გორკის ქუჩა N28-ში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა დაპირებისამებრ, ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
სკვერის ტერიტორიაზე ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სკამები და ინვენტარი დაიდგმება. სკვერი ლითონის დეკორატიული ღობით შემოიღობება, პატარებისთვის კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.
ჩუღურეთის რაიონს მიმდინარე წელს 4 ახალი სკვერი შეემატება .