სოსო მანჯავიძე: ამერიკის კონგრესმა მიიღო საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი – ამერიკელი ნეოკონები არასოდეს აპატიებენ საქართველოს იმას, რომ მან ჩაუშალა კარგად გათვლილი გეგმა, საქართველოში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის ომის პარალელურად

ამერიკელი ნეოკონები არასოდეს აპატიებენ საქართველოს იმას, რომ მან ჩაუშალა კარგად გათვლილი გეგმა, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. კერძოდ, დაგეგმილი იყო საქართველოში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის ომის პარალელურად, რაც იდეოლოგიურად უმნიშვნელოვანესი რამ იყო, – ასე ეხმიანება ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე,  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“  მიღებას.

სოსო მანჯავიძის განცხადებით, ამერიკელი ნეოკონები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ საქართველოში „ნაცმოძრაობას“ და  მის განაყოფებს, ცრუ მედიას და სოროსულ-ლიბერალურ-ჟურნალისტურ აგენტურას არ მოათრევენ ხელისუფლებაში.

„ამერიკის კონგრესმა მიიღო საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი.

ამ აგენტურაში შედიან:

უხსენებელი ნაცები და მათი განაყოფები, ცრუ მედია და სოროსულ-ლიბერალურ-ჟურნალისტური ბაჩი ბაზები, ნჯო თუქსუსები, ბებერი ტროცკისტები, ტუალეტის მწერლები და არტისტები და სხვადასხვა აკაცუკები-მათი სახელი ლეგიონია.

ესენი ყველანი გამობრძმედილი ლგბტქ+ მხარდამჭერები და ძირითადად, პრაქტიკანტები არიან უჩა აბაშიძის ხაზით.

სასურველია, მათი მზერის დასატკბობად იქ მათი ლგბტქ+ სამჭედლო, სამეფო თეატრის დასი გაიგზავნოს. განსაკუთრებით მოეწონებათ ის ტრაკუცუნა ვაჟკაცი, კიბეზე უკანალმოშიშვლებული რომ ადის ოსტატურად.

აშკარად ჩანს მათი ფავორიტი ცოლ-ქმრიანი რეჟისორის ნამუშევარი-რამდენი რეპეტიცია დასჭირდებოდა პასაჟს, რთული წარმოსადგენია.

ესაა მათი მეგობრობის მკაფიო ნიმუში – ესენია ამათთვის საქართველო, სწორედ ასეთ ახალ ქართველობას მიესალმა 100 წლის ტროცკისტი ლანა ღოღობერიძე თავისუფალ უნივერსიტეტში, ახლა სერიოზულად.

ამერიკელი ნეოკონები არასოდეს აპატიებენ საქართველოს იმას, რომ მან ჩაუშალა კარგად გათვლილი გეგმა, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია.

კერძოდ, დაგეგმილი იყო საქართველოში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის ომის პარალელურად, რაც იდეოლოგიურად უმნიშვნელოვანესი რამ იყო – დაარწმუნებდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს და გლობალურ სამხრეთს, რომ რუსეთმა დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, აქედან გამომდინარე შედეგებით.

მერე რა, რომ ამას შევეწირებოდით-აგენტურა გადარჩებოდა და სხვებზე ისინი არასოდეს ზრუნავენ.

ამიტომ ისინი არ გაჩერდებიან, სანამ აქ ზემოთმოყვანილ აგენტურას არ მოათრევენ ხელისუფლებაში.

აქედან დასკვნები მარტივი გამოსატანია, ენის მოჩლექვა და ევროპის დემოკრატიით გაკვირვების დრო დამთავრდა.

ის ვიდეოებიც უნდა გამოქვეყნდეს და სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, მაგათ სხვა ენა არ ესმით.

გილოცავთ გიორგობას, ღმერთმა მოგვცეს შეტევაზე გადმოსულ უწმინდურობაზე გამარჯვების ძალა!“, – წერს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები