ვალერი გელაშვილის საქმეზე განაჩენი თვის ბოლოს გამოცხადდება

დაახლოებით ორ კვირაში ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტზე სასამართლო განაჩენს ელოდება. სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდნენ, როგორც ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე მათი წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურში, ვალერი გელაშვილი წლების წინ მომხდარ ფაქტზე „კვირასთან“ საუბრობს.
“კოდუა უშუალოდ ესწრებოდა ჩემი ცემის პროცესს, ის მიმდებარე პერიმეტრიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს, ეს ადამიანი მხოლოდ ჩემს საქმეზე და კიდევ ერთ უმნიშვნელო საქმეზეა ბრალდებული. თუ მართალია, მოსულიყო და გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესებზე.
მისი მონაწილეობა ამ საქმეში დადგინდა მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამოღებით, მე მომხდარიდან ორ კვირაშივე მქონდა ეს ინფორმაცია, რომ კოდუა იყო ამ საქმის უკან, რაც პროკურატურასთან მოგვიანებით ოქრუაშვილმაც დაადასტურა. ეს კი მისთვისაც კარგი იყო და ჩემთვისაც“, – განაცხადა გელაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ვალერი გელაშვილი განაჩენს სექტემბრის ბოლოს გაეცნობა, რომელსაც სასამართლო დაუსწრებლად გამოიტანს. გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულები ყოფილი მაღალჩინოსნები, ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და მისი ყოფილი მოადგილე- გია სირაძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები