იენს სტოლტენბერგი ნატოს დელეგაციასთან ერთად უკვე საქართველოშია

0

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ნატოს დელეგაციის თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ნატოს გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საპატიო ყარაულით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
7 სექტემბერს, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის გახსნა. ვიზიტის პირველი დღე თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიასთან შეხვედრით დასრულდება. მეორე დღეს, 8 სექტემბერს, ნატოს გენერალური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ამავე დღეს, პარლამენტში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის გარდა, დაგეგმილია ატლანტიკური საბჭოს სრულ შემადგენლობასთან შეხვედრა, რომლის შემდეგაც, ავლაბრის რეზიდენციაში, მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, მოეწყობა საჩვენებელი სწავლება წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ასევე ტური სიმულაციის ცენტრში, მტკიცე მხარდაჭერის მიისიის გადასროლის წინა სწავლების დემონსტრაცია.
8 სექტემბერს, ნატოს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიიისა და უცმცირესობათა წარმომადგენლებთან საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა, ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხები იქნება.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისს 8 სექტემბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი