პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება

კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის პლენალური სხდომა,რომელიც 13:00 საათისთვის იყო ჩანიშნული ამ დრომდე ვერ იწყება, პარლამენტში ამ დროისთვის სულ 14 დეპუტატი იმყოფება, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში არიან „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები. პლენარული სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უყრის კენჭს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები