„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“

„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“,- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
„ეს რიგით მეოთხე ვიზიტია. ზოგადად პარტნიორ სახელმწიფოებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ჩვენ ძალიან ვამაყობთ თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხით და იმ მჭიდრო ურთიერთობებით, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანაში, ერთი მხრივ, დემოკრატიული რეფორმების, მეორე მხრივ, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ზოგადად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალ ინტერესზე, მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ ალიანსთან გვაქვს და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები