მამუკა არეშიძე: არჩევნებში მონაწილეობა რევანშის სურვილმა გადამაწყვეტინა

„ქართული ოცნების“ დამარცხებული კანდიდატებიდან 2012 წელს პროცენტი ხმების ყველაზე მეტი მე ავიღე, ამიტომ ერთგვარი რევანშის სურვილმა გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა“- განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ალიანსის“ შეთავაზებამდე, როგორც არეშიძე აცხადებს, მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასთანაც“ მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ „ქართული ოცნება“ სხვა კანდიდატზე შეჯერდა. არეშიძეს იმედი აქვს, რომ თეთრიწყაროს რაიონში დამაჯერებელი შედეგით გაიმარჯვებს.
“მიდიოდა მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ , იყო საუბარი ამაზე, მაგრამ გადაწყვიტეს სხვა კანდიდატის დაყენება, ანუ ჩემი პერსონა განიხილებოდა ბოლო დღემდე.
კანდიდატებიდან გამოკვეთილი ვართ სამი- „ქართული ოცნების“ კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობისა „ და ბოლოს ჩემს თავსაც ვთვლი მსხვილ კანდიდატთა შორის.
თეთრიწყაროს რაიონს კარგად ვიცნობ, წელს მას დაემატა გარდაბნის რამდენიმე ოლქი, 20 000 ამომრჩეველი, ამიტომ ამ გარემოებამაც გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობის მიღება“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები