ოზურგეთში 15 წლის გოგონას ეძებენ

სამართალდამცველები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგონას ეძებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ოჯახის წევრებმა პოლიციას სამი დღის წინ მიმართეს. ამ ეტაპზე, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანის ოჯახის წევრები გამოკითხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახლიდან ბათუმში, მამასთან ხშირად მიდიოდა, თუმცა უკან ორ დღეში ბრუნდებოდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 15 წლის ბავშვს მობილური ტელეფონი არ აქვს, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა ოჯახის წევრებთან მეგობრის ან ნაცნობის ტელეფონით დაკავშირებას. უკვე მეოთხე დღეა, ოჯახის წევრებს არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები