ბექა ნაცვლიშვილი: „ქართული ოცნების“ მანდატი პარლამენტში შესაძლოა, 100-მეტი იყოს

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ამიტომ მე მჯერა ის, რაც ყოფილმა პრემიერმა თქვა მანდატების თაობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” 100-ზე მეტი მანდატის მოპოვებას შეძლებს.
დეპუტატობის კანდიდატმა ისნის მოსახლეობის პრობლემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ისნის რაიონში გამოკვეთილია ინფრასტრუქტურის პრობლემა, ასევე დასაქმებისა და კომპაქტურად ჩასახლებულ პირთა პრობლემები.
“ისნის რაიონში არის ბევრი კომპაქტურად ჩასახლებული პირი, ისინი ითხოვენ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა.
ასევე, არის დასაქმების პრობლემაც. მე ვერ ვიტყვი,რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ არის იმაზე საუბარი, რაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად განიხილება რომ ისნის რაიონში წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი ფაბრიკა-ქარხნები ამუშავდეს, რაც მომავალში ბევრ სამუშაო ადგილს გააჩენს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი, რომელიც 2 წლის მანძილზე კრწანისის რაიონის დეპუტატი იყო, თვლის, რომ ისნის პრობლემებს კარგად იცნობს. ნაცვლიშვილი მოსახლეობის უპირობო მხარდაჭერაზეც საუბრობს და არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები