ბექა ნაცვლიშვილი: დესტრუქციული ქმედებების გამოცდილება „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს

„პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს დესტრუქციული ქმედებების გამოცდილება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ისნის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა, ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ ბოლო დროს გახშირებული საუბარი შესაძლო დესტაბილიზაციაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ჯდება.
“ძალა, რომელსაც აქვს დესტრუქციული ქმედებების გამოცდილება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ არის არჩევნებში უალტერნატივო ძალა, აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად ვისაც არ აწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ეს არის „ქართული ოცნება“. ნებისმიერი სხვა პარტიის პროგრამა, რომელსაც მე ანალიზი გავუკეთე, არის პოპულისტური და ცრუ დაპირებებზე აგებული. ამიტომ ცხადია, ვის სჭირდება ქვეყანაში დღეს არეულობა და ვის- არა“, -განაცხადა ბექა ნავცლიშვილმა “კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები